თბილისის უნივერსიტეტ „მეტეხის“ მისია

ქართულ აკადემიურ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ევროპული განათლება

თბილისის უნივერსიტეტი ,,მეტეხი“ მრავალპროფილიანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მისია არის ქართული აკადემიურ მემკვიდრეობის საფუძველზე ევროპული განათლების ინსტიტუტების დანერგვით, სტუდენტის ინტერესებსა და მუდმივ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების შეთავაზება. უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოლიტიკა ეფუძნება ქართულ აკადემიურ ტრადიციებს. უნივერსიტეტში მოღვაწე აკადემიურ პერსონალს გააჩნია საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება. ამასთან, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესი აგებულია მაქსიმალური დინამიურობის პრინციპით, რაც გულისხმობს უნივერსიტეტში მისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების მეთოდების შეფასების ეფექტური მეთოდების რეგულარულად განხორციელებასა და უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების მაქსიმალურად ეფექტური, დაწესებულების მისიის პოსტულატებზე დამყარებული სტრატეგიების უზრუნველყოფას.

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები ეფუძნება თანამედროვე ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სკოლის მიღწევებს, ამასთან ერთად ითვალისწინებს ქართულ აკადემიურ მემეკვიდრეობას. უნივერსიტეტი ღიაა ყველანაირი ინოვაციების მისაღებად და დასანერგად, შესაბამისად, როგორც უნივერსიტეტის საგანამანთლებლო პროგრამები, ისე მისი საგანამანთლებლო პოლიტიკა მთლიანად დაფუძნებულია მოქნილ სისტემაზე, რაც საშუალებას იძლევა მუდმივი და დინამიური განვითარებისათვის. აღნიშნული ასევე აისახება უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ყოველდღიურ საქმიანობაში.

უნივერსიტეტის მისია ეყრდნობა შემდეგ ფუნდამენტალურ პრინციპებს:

  • აკადემიური ინტეგრაცია
  • სტუდენტზე ორიენტირებული განათლება
  • უწყვეტი თვითგანვითარება

აკადემიური ინტეგრაცია - კულტურათაშორისი, სახელმწიფოთაშორისი და რეგიონთაშორისი აკადემიური ინტეგრაცია გულისხმობს გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას, უცხოელი ლექტორების მოწვევას, ონლაინ რეჟიმში ლექციების ჩატარებას, დისტანციური განათლების დანერგვას, პროფესორ-მასწავლებლების გაგზავნას ევროპის მოწინავე უნივერსიტეტებში გადამზადების მიზნით.

სტუდენტზე ორიენტირებული განათლება - უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართულობას უნივერსიტეტის მართვასა და დინამიურ განვითარებაში. ხელს უწყობს სტუდენტურ აქტივობებს. უნივერსიტეტის პრიორიტეტია სტუდენტური ინტერესების, საჭიროებების გამოვლენა და რეალიზაციის ხელშეწყობა, სტუდენტისათვის მეგობრული აკადემიური გარემოს შექმნა, რაც გულისხმობს სტუდენტისათვის სოციალური, აკადემიური, კულტურული და პროფესიული განვითარების მრავალგვარი სერვისების შეთავაზებას, ხოლო უცხო ქვეყნის სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია მათი აკადემიური და სოციალური აკომოდაციისათვის დამატებითი სერვისები.

უწყვეტი თვითგანვითარება - გულისხმობს უნივერსიტეტის მიერ არჩეული პრიორიტეტების, განვითარების სტრატეგიის და საგანმანათლებლო საქმიანობის ცალკეული კომპონენტების, პროგრამების, სწავლების მეთოდების, პერსონალისა და რესურსების შეფასებას, როგორც საკუთრივ უნივერსიტეტის მიერ, ასევე მისი პერსონალისა და სტუდენტების, აღიარებული დამოუკიდებელი შემფასებელი ორგანიზაციების, სახელმწიფო სააკრედიტაციო ორგანოების და საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანოების მიერ. 

 

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები, უნივერსიტეტის მისიის შესახებ, ვებ გვერდზე არსებული საკონტაქტო ფორმის მეშვეობით.

კონტაქტის ფორმა

Outlook Express