აკრედიტაცია
ევროპულ საგანმანათლებლო სისტემასთან დაახლოების მიზნით, საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის უნივერსიტეტ “მეტეხმა” ორჯერ გაიარა აკრედიტაცია: პირველად, 2005 წლის 18 იანვარს 250-ზე მეტ ი უმაღლესი სასწავლებიდან აკრედიტაცია გაიარა 119-მა სასწავლებელმა, მათ შორის 58-ე იყო თბილისი უნივერსიტეტი “მეტეხი” ( იხ. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის 2006 წლის ანგარიში, გვ. 80); მეორედ, 2006 წლის 14 ოქტომბერს “მეტეხი” აღმოჩნდა 119-დან 38 უმაღლეს სასწავლებელს შორის, რომლებსაც მიენიჭათ აკრედიტაცია 5 წლის ვადით – 2012 წლამდე.







