თბილისი

“თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო... თბილისი იდგა როგორც ევროპის ციხე-სიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე.”

ნაწყვეტი ავსტრიელი პოეტის და “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელის ჰუგო ჰუბერტის “თბილისის აპოლოგიიდან”.

 

 

 

 

ავსტრიელი მოღვაწის ეს სიტყვები სრულიად დამსახურებულად ეკუთვნის საქართველოს დედაქალაქს, რომლის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამაც უამრავი საინტერესო მოვლენა და კულტურული ძეგლი შემოგვინახა. თბილისი ყოველთვის მიმზიდველ შეხვედრის ადგილს წარმოადგენდა, როგორც ვაჭრების და მოგზაურებისთვის ევროპის და აზიის ქვეყნებიდან, ასევე ამ რეგიონების სახელმწიფოთა დაპირისპირების მუდმივი პლაცდარმიც გახლდათ.

დღეს, საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებული მიმზიდველობით და ტოლერანტული გარემოთი გამოირჩევა. დედაქალაქი განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდებისთვის მეგაპოლისებისთვის დამახასიათებელი თანამედროვე ცხოვრების რიტმით, გასართობი დაწესებულებებით, ღამის კლუბებით და ა.შ. ეს გახლავთ მეგობრული და თბილი ქალაქი, სადაც ერთმანეთის გვერდით მდებარეობს, მართლმადიდებელთა და გრიგორიანელთა ტაძრები, სინაგოგა და უნიკალური მეჩეთი მსოფლიოში, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ. თბილისი ესაა მულტიკულტურილი, სტუმართმოყვარე და ახალგაზრდული ქალაქი, ქალაქი რომელსაც უყვარხარ!

დამატებითი ინფორმაცია:

http://www.info-tbilisi.com , www.tbilisi.gov.ge