უნივერსიტეტის გამომცემლობა
თბილისის უნივერსიტეტ “მეტეხის” გამომცემლობაში შედის ყოველკვარტალური პერიოდული ორგანო – “მეტეხი”. ინტერდისციპლინარული სამეცნიერო შრომების კრებული “მეტეხი” და სტუდენტური გამოცემები.
გაზეთი ‘მეტეხი’ დაარსდა 2002 წელს და წარმოადგენს უნივერსიტეტის ყოველკვარტალურ პერიოდულ ორგანოს, რომელიც ასახავს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესს ფაკულტეტების მიხედვით. გაზეთი აშუქებს საბაკალავრო და სტუდენტურ ცხოვრებას, როგორც სასწავლო ისე გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებს. გაზეთის ძირითადი რესპოდენტები არიან “მეტეხის” პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ პერიოდული ორგანოს ფუნქციონირების საქმეში.
ინტერდისციპლინარული სამეცნიერო შრომების კრებული “მეტეხი” წარმოადგენს უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულს, რომელიც იქმნება უნივერსიტეტ “მეტეხის” ინიციატივით ჩატარებული პროფესორ-მასწავლებელთა ინტერდისციპლინარული რესპუბლიკური სამეცნიერო შეჯამების საფუძველზე. კრებული წარმოადგენს უნივერსიტეტის პროფესურის წლიური სამეცნიერო საქმიანობის შედეგებს.
სტუდენტურ გამოცემებში შედის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების პროგრამებისა და სტუდენტური კრებულების გამოცემა. სტუდენტური კრებულების გამოცემას ხელმძღვანელობენ დარგის სპეციალისტი პროფესორები






