სიახლეები

სამაგისტრო კურსი ბიზნეს ადმინისტრირებაში
12 სექტემბერი, 2011

მალტის განათლების ევროპულ ინსტიტუტს საქართველოში პარტნიორობას უწევს თბილისის უნივერსიტეტი „მეტეხი“. არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მატლის განათლების ევროპული ინსტიტუტი „მეტეხთან“ თანამშრომლობით გთავაზობთ სასწავლო პროგრამას.

"მეტეხი" აცხადებს სტუდენტთა მობილობას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე
25 ივლისი, 2011

შ.პ.ს. თბილისის უნივერსიტეტი ,,მეტეხი" აცხადებს არაავტორიზირებულ (ლიცენზირებულ) სტუდენტთა მობილობას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

"Golden talent 2011-Batumi"-ზე საქართველოს თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" სტუდენტი წარადგენს
25 ივნისი, 2011

7 სექტემბრიდან - 10 სექტემბერის ჩათვლით, საერთაშორისო კონკურს "Golden talent 2011-Batumi"-ზე საქართველოს თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" სტუდენტი სალომე ქათამაძე წარადგენს.

”მეტეხში” სტუდენტური კონფერენცია გაიმართა
18 მაისი, 2011

2011 წლის 18 მაისს თბილისის უნივერსიტეტ ”მეტეხში” სტუდენტთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესისა და მართვის და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი იყო ისეთი თემები როგორიცაა:  მასობრივი კულტურის სიმბოლოები PR-ში, პრესსამსახური კრიზისულ სიტუაციაში, ბიორითმი, ლუისის ოპერაციის პაფტორები დაავადების, სიკვდილიანობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის თაობაზე პაციენტებში, სადაზღვევო ურთიერთობათა თავისებურებები საქართველოში, საბანკო ზედამხედველობის სრულყოფის მიმართულებები საქართველოში და ა.შ.

 

საქართველოს პატრიარქმა უნივერსიტეტი ”მეტეხი” დალოცა
15 მარტი, 2011

2011 წლის  6 მარტს,  სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" დალოცა.

სტაჟირება საფრანგეთში
7 მარტი, 2011

ნიცის უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და მენეჯმენტის უმაღლესი ინსტიტუტი და ფრანგული ალეანსი « მეტეხის » სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას ნიცაში (საფრანგეთი) 2011 წლის ივლისში. სტაჟირება გაგრძელდება 4 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით.

სასწავლო წლის განახლება
19 თებერვალი, 2011

თბილისის უნივერსიტეტ ”მეტეხის” ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტში სწავლა განახლდება ორშაბათს, 21 თებერვალს, 11 საათზე. ახალი სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია დეკანატებში.

 
მეტეხის დელეგაცია პარიზში მიიწვიეს
28 იანვარი, 2011

2011 წლის 28 იანვარს თბილისის უნივერსიტეტის „მეტეხი“ დელეგაცია მიწვეულია პარიზში, საფრანგეთში, პარტნიორი ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების „ხელოვნებისა და შემოქმედების ეროვნული აკადემიის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტოს მიერ“.

”მეტეხმა” თბილისის ზღვის ტერიტორია გაამწვანა
15 ნოემბერი, 2010

“დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო!” აქციის ფარგლებში, 2010 წლის 13 ნოემბერს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა.

სიმპოზიუმი სინგაპურში და საინტერესო შემოთავაზებები
12 ნოემბერი, 2010

2010 წლის 17-23 ოქტომბერს სინგაპურში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მენეჯმენტის სიმპოზიუმი, რომელსაც ესწრებოდა თბილისის უნივერსიტეტ „მეტეხის“ ოთხკაციანი დელეგაცია.