სტუდენტის სტატუსის მოპოვება სამაგისტრო პროგრამაზე

 

1. უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებით განსაზღვრული წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უნივერსიტეტის შიდა გამოცდის/გამოცდების წარმატებით დაძლევის შედეგად.

2 საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატი მოიპოვებს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ შიდა გამოცდაში მონაწილეობის უფლებას, რისთვისაც მან უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საერთო სამაგისტრო გამოცდის ყველა საგანში და წარმოადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

3 სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად მაგისტრანტობის კანდიდატი, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ აბარებს საუნივერსიტეტო გამოცდას, რომლის ჩატარებაც რეგულირდება შესაბამისი ფაკულტეტის მიერ შემუშავებული სამაგისტრო გამოცდის ჩატარების დებულების საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს უნვერსიტეტის რექტორი.

4. საუნივერსიტეტო გამოცდების რაოდენობას, პრიორიტეტებს/კოეფიციენტებსა და საგამოცდო საკითხებს შეიმუსავებს ფაკულტეტი და ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი.

5. საერთო სამაგისტრო და საუნვიერსიტეტო გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტი უფლებამოსილია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და გააფორმოს უნივერსიტეტთან სასწავლო ხელშეკრულება წიანდმებარე დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვით.

6. უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია წარმოუდგინოს უნივერსიტეტს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტი, ხოლო კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირმა - დამატებით სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი, გარდა საგანმანათლებლო დოკუმენტის წარდგენის ვალდბეულებისა, არ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქეების უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში.უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადაყვანის წესით ჩარიცხვა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. რეგისტრაციის გავლის შედეგად პირი მოიპოვებს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს და ისარგებლებს უნივერსიტეტის სტუდენტის ყველა უფლება-მოვალეობით.