პარტნიორი უნივერსიტეტები და ფონდები

 

ევროპული უნივერსიტეტი, მენეჯმენტის სწავლების ცენტრი (ესპანეთი, შვეიცარია, გერმანია, ინგლისი, ავსტრია, თურქეთი)

არსებული თანამშრომლობის საფუძველზე ევროპული უნივერსიტეტი ხელს უწყობს უნივერსიტეტ «მეტეხის» სტუდენტებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების გავლაში: საბაკალავრო პროგრამები, MBA, სამაგისტრო პროგრამა, ორმაგი ხარისხის პროგრამა (საბაკალავრო და სამაგისტრო), რომელიც ხორციელდება ნიკოლსის კოლეჯთან თანამშრომლობით, მმართველობითი პროგრამები და სადოქტორო პროგრამები.  

 

 

 

განათლების ევროპული ინსტიტუტი (EIE) (მალტა)

თბილისის უნივერსიტეტ ”მეტეხსა” და განათლების ევროპულ ინსტიტუტს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში "მეტეხის" სტუდენტებს" ეძლევათ საშუალება გაიარონ ერთობლივი სასწავლო პროგრამები მალტაზე განათლების ევროპულ ინსტიტუტში. თანამშრომლობა შემდეგ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სასერთიფიკატო პროგრამები,  განათლების ევროპული ინსტიტუტის და შვეიცარიის კურტ ბოშის უნივერსიტეტის (IUKB) ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, ერთთვიანი პრაქტიკული კურსების გავლა მალტის წამყვან ლოკალურ და საერთაშორისო ბიზნეს კორპორაციებში. ასევე, აკადემიური პერსონალის ტრენინგებს და გადამზადებას მალტაში განათლების ევროპული ინსტიტუტის ბაზაზე.

 

 

მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტი (პარიზი, საფრანგეთი)

პარტნიორობა გულისხმობს ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ბიზნეს ადმინისტრირებაში. შეთანხმების თანახმად ერთ აკადემიურ წელს სტუდენტი ატარებს პარიზში მენეჯმენტის ინსტიტუტში და მეორე აკადემიურ წელს კი ”მეტეხში”, საქართველოში. აკადემიური პროცესი და კურიკულუმები მთლიანად ეფუძნება ერთობლივ აკადემიურ პროგრამებს. ამ კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს თბილისის უნივერსიტეტ ”მეტეხისა” და მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტის მაგისტრის ერთობლივ დიპლომს.

 

 

სტოქჰოლმის ეკონომიკის სკოლა რიგაში (რიგა, ლატვია)

უნივერსიტეტ "მეტეხის" და სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, აკადემიურ და კულტურულ გაცვლებსგანათლების, კვლევის და სხვა სფეროებში. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროექტი ”დაუკავშირდი საქართველოს”, რომელშიც მონაწილეობს ორი უნივერსიტეტი - სტოქჰოლმის ეკონომიკის სკოლა რიგაში (SSE Riga) და თბილისის უნივერსიტეტი ”მეტეხი”. პროექტის მიზანია შექმნას პლატფორმა ბიზნესსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობისთვის. პროექტი ეხმარება სტუდენტებს ბიზნეს სფეროსთან, რაც საშუალებას იძლევა ქვეყნის მოთხოვნების და მიხედვით წარმატებული ბიზნეს იდეების შემუშავებისა.

 

 

ზაგრების ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლა (ზაგრები, ხორვატია)

უნივერსიტეტ "მეტეხსა" და ზაგრების ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლას შორის გაფორმებული პარტნიორობა მოიცავს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევით ღონისძიებებს, სემინარებში და აკადემიურ შეხვედრებში მონაწილეობას, აკადემიური და სხვა მასალების გაცვლას, მოკლევადიან აკადემიურ პროგრამებს და პერსონალის განვითარების პროექტებს.

 

 

სიბიუს ლუსია ბლაგას უნივერსიტეტი (სიბიუ, რუმინეთი)

თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხსა" და ლუსია ბლაგას უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა მოიცავს სტუდენტებისა და ლექტორების გაცვლით პროგრამებს, აკადემიური პერსონალის მონაწილეობას კონგრესებში, კონფერენციებში, მეცნიერთა შეხვედრებში და სემინარებში. ასევე, შეთანხმებაში გათვალისწინებულია მეცნიერული პუბლიკაციების და სასწავლო მასალების გაცვლა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში.

 

 

ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტი (ვარნა, ბულგარეთი)
 
თანამშრომლობის მიზანია: სილაბუსების კოორდინაცია, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა, კრედიტების აღიარება, სტუდენტების სტაჟირება, პროგრამების შემქმნელი ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შექმნა და მზარდი ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობა. უნივერსიტეტ "მეტეხსა" და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება დაიდო კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში ორმხრივი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
 
 
 

 

რომუალდო დელბიანკოს ფონდი (ფლორენცია, იტალია)

თბილისის უნივერსიტეტ ”მეტეხსა" და რომუალდო დელბიანკოს ფონდს შორის გაფორმებული პარტნიორობა ითვალისწინებს სტუდენტებთან და ფაკულტეტის წევრებთან ურთიერთობას და მათ მონაწილეობას ფონდის მიერ ინიცირებულ საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში, ვორქშოფებში; ასევე, ტოსკანისა და ფლორენციის ფირმებთან თანამშრომლობის გამოყენებით ფლორენციაში უნივერსიტეტ "მეტეხის" სტუდენტთა გადამზადებას.

 

 

ორადეას უნივერსიტეტი (ორადეა, რუმინეთი)

ორადეას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა გულისხმობს სასწავლო და კვლევით პროცესებში მონაწილეობას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს და საერთაშორისო სტუდენტების მომსახურეობით უზრუნველყოფას საჭირო აკადემიურ და სხვა პროცესებში.

 

 

ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ვენა, ავსტრია; აშშ, მონტგომერი)
 
თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" და ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობის მიზანია: სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების დანერგვა, აქტიური მონაწილეობა სხვადასხვა კულტურულ და სამეცნიერო ღონისძიებებში, სპეციალური ვორქშოფების მოწყობა მოწვეული პროფესორებისთვის.
 
 
 

 

პატრას უნივერსტეტი (პატრა, საბერძნეთი)

უნივერსიტეტ "მეტეხსა" და პატრას უნივერსტეტს შორის გაფორმებული პარტნიორობა მოიცავს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევით ღონისძიებებს, სემინარებში და აკადემიურ შეხვედრებში მონაწილეობას, აკადემიური და სხვა მასალების გაცვლას, მოკლევადიან აკადემიურ პროგრამებს და პერსონალის განვითარების პროექტებს.

 შავი ზღვის უნივერსიტეტთა ქსელი

თბილისის უნივერსიტეი „მეტეხი“ არის „შავი ზღვის უნივერსიტეტთა ქსელის“ წევრი. „მეტეხი აქტიურად იღებს მონაწიელობას „შავი ზღვის უნივერსიტეტთა ქსელის“ ღონისიებებში შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით, კონკრეტულად: ბოლონიის პროცესის განხორციელება და პროცესის შედეგები; რეგიონალური პროგრამები; ერთობლივი კვლევითი პროექტები და ინოვაციები; ინტერკულტურული გაცვლა და სოციალური აქტივობა.