საერთაშორისო თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება და აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო საგანმანათლებლო ასპარეზზე თბილისის უნივერსიტეტ “მეტეხის” უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. “მეტეხი” თავის საგარეო ურთიერთობებში შემდეგ ძირითად პრიორიტეტებს გამოყოფს: ბილატერული სახის ურთიერთობანი პარტნიორ უნივერსიტეტებთან, თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან და ფონდებთან, საერთაშორისო საუნივერსიტეტო ორგანიზაციებში გაწევრიანება და მათ პროგრამებსა თუ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობის მიღება.

უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობის მთავარი მიზანი სამ ძირითად ასპექტს მოიცავს:

1) სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების გაცვლები;

2) პროფესორთა გაცვლები;

3) ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტები.

ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტი აპირებს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოში არსებულ საელჩოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან, საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს საელჩოებთან და სხვა.

ჩვენი ამოცანაა ბოლონიის დეკლარაციის შედეგების ზედმიწევნით განხილვა და გათვალისწინება.

უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის უპირველესი მიზანია, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიეცეთ იმის საშუალება, რომ დაამყარონ საერთაშორისო კავშირები პარტნიორ ქვეყნებთან საგანმანათლებლო, კვლევით და კულტურულ სფეროში.

მოგვწერეთ: int@metekhiuni.edu.ge

საკონტაქტო პიროვნება :

საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი

მარიამ ხვედელიძე

ტელ/ფაქსი: (+995 32) 74 85 95

maka@metekhiuni.edu.ge