სტუდენტის სტატუსის მოპოვება სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამებზე

 

1. უნივერსიტეტში ერთსაფეხურიანი, სამედიცინო განათლების პროგრამის (დიპლომირებული სტომატოლოგი, დიპლომირებული მედიკოსი) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით განსაზღვრული წესით.

2. სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე, აბიტურიენტებს მიღებული ქულების კოეფიციენტების რანჟირების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის პირი ვალდებულია ფლობდეს ქართულ ენას და წარმოუდგინოს უნივერსიტეტს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირმა - დამატებით სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი, გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისა, არ გამოიყენება უცხო ქვეყნის მოქალაქეების უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში.უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადაყვანის წესით ჩარიცხვა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის მოპოვება შესაძლებელია ასევე საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის (მობილობის) წესით საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ჩარიცხვის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი პროცედურებისა და ამ წესდებით დადგენილი წესების დაცვით.

6. უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების ერთიანი ეროვნული გამოცდების/მობილობის პროცედურის/განატლების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე მოპოვების შედეგად, აბიტურიენტი/ სტუდენტი უფლებამოსილია გაიაროს აკადემიური რეგისტრაცია და გააფორმოს უნივერსიტეტთან სასწავლო ხელშეკრულება წინადმებარე დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვით.

7. რეგისტრაციის გავლის შედეგად პირი მოიპოვებს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსს და ისარგებლებს უნივერსიტეტის სტუდენტის ყველა უფლება-მოვალეობით.