რატომ თბლისის უნივერსიტეტი “მეტეხი”

თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" არის წარმატებული ქართული უნივერსიტეტი მათთვის, ვისაც მაღალი დონის ევროპული ცოდნის მიღება სურს. უნივერსიტეტმა, რომელიც 2002 წლიდან ფუნქციონირებს, შეძლო უმაღლესი საგანმანათლებლო პროცესის მაღალკვალიფიციურად ორგანიზება. შედეგად, "მეტეხმა" უკვე 2009 წელს ევროპის ბიზნეს ანსამბლეისგან "ევროპული ხარისხის ჯილდო" დაიმსახურა. უნივერსიტეტის განვითარების გეგმების შესაბამისად, "მეტეხი" მუდმივად მზარდი შესაძლებლობებით გამოირჩევა.

მიზნები და ამოცანები:

თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" მიზნები ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტების და ღირებულებების პატივისცემას, სტუდენტისთვის მეგობრული გარემოს შექმნას და სტუდენტის უფლებების მხარდაჭერას, აკადემიურ ინტეეგრაციას და საერთაშორისო კავშირების განვითარებას ეფუძნება.

უნივერსიტეტ "მეტეხის" ამოცანაა, მისცეს სტუდენტს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე ორიენტირებული, თანამედროვე გარემოს შესაბამისი ცოდნა და ჩამოუყალიბოს მას კონკურენტუნარიანი და წარმატების მომტანი თვისებები, რომელიც დაემყარება ღრმა თეორიულ ცოდნას კონკრეტულ სპეციალობაში.

პროგრამები:

ჩვენი პროგრამები იდეალურია ყველასთვის ვისაც ევროპული განათლების პრინციპებზე დაფუძნებული თანამედროვე ცოდნის მიღება სურს. უნივერსიტეტში ისწავლება, როგორც ტექნიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი, ასევე სამედიცინო, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირითაა გამყარებული.

ამჟამად უნივერსიტეტი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ახორციელებს, რომლიც ევროპული აკადემიური სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა.


სტუდენტებთან ურთიერთობა:

თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" სტუდენტებს თანამედროვე ბაზაზე აგებულ, გამორჩეულ სასწავლო პირობებს სთავაზობს. შედეგად ჩვენთან სწავლობენ არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტებიც.

უნივერსიტეტი ყოველი სტუდენტის ინდივიდუალურ მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, პროფესიული განვითარების გასამყარებლად. ამ ამოცანის განხორციელებაში, თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხს" ის მრავალფეროვანი პროექტები და პროგრამები ეხმარება, რომელთაც ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ვახორციელებთ.

თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" სტუდენტებს ყველა პირობას უქმნის საჭირო, ფასეული კონტაქტების დასამყარებლად, როგორც პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან, ასევე მის პროფესორებთან. ამ მიზნით უნივერსტეტი არაერთი საერთაშორისო სტუდენტური და სამეცნიერო კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია.

სტუდენტთა საზაფხულო აქტივობებისთვის საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" ბორჯომის საზაფხულო სკოლა, რომელიც საქართველოს ულამაზეს საკურორტო ქალაქში მდებარეობს და ზაფხულის განმავლობაში უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო და გასაერთობი აქტივობებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

საერთაშორისო თანამშრომლობა:

თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" ერთ-ერთი მოწინავე სასწავლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც მდიდარი საერთაშორისო კონტაქტებით გამოირჩევა. უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სტუდენტურ გაცვლებთან დაკავშირებით და გასცემს ორმაგ დიპლომებს ისეთ წამყვან ევროპულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით როგორიცაა:

  • ევროპის უნივერსიტეტი (ესპანეთი, შვეიცარია, გერმანია, ინგლისი, ავსტრია, თურქეთი)
  • ლონდონის აკადემია,
  • განათლების ევროპული ინსტიტუტი.

ასევე, უნივერსიტეტ "მეტეხის" პარტნიორები არიან:

  • კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი, აშშ
  • სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა
  • ვენის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ელექტრონული მონაცემთა ბაზები:

2010 წლიდან უნივერსიტეტ "მეტეხში"  განხორციელდა ელექტრონული მონაცემთა ბაზების პროექტი. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე ჩვენს სტუდენტებს პირადი ანგარიშის მეშვეობით ეძლევათ საშუალება მართონ როგორც საკუთარი სასწავლო გეგმა და პროცესი, ასევე მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია დაგროვილი კრედიტების, საუნივერსიტეტო სიახლეების და ა.შ. შესახებ. ასევე, პორტალი შესაძლებლობას აძლევთ გაცვალონ ნებისმიერი ინფორმაცია და დაამყარონ კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან და სტუდენტებთან.

ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ გაეცნონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ რესურსებს, გამოიწერონ და დაიჯავშნონ სპეციალური ლიტერატურა და მიიღონ ინფორმაცია ამა თუ იმ წიგნის ბიბლიოთეკაში არსებობის და მათი დაბრუნების ვადების შესახებ.