ბორჯომის საზაფხულო სკოლა
სტუდენტთა საზაფხულო აქტივობებისთვის საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" ბორჯომის პროფესიული ცენტრის ბაზაზე არსებული საზაფხულო სკოლა. ”მეტეხის” საზაფხულო სკოლა, რომელიც საქართველოს ულამაზეს საკურორტო ქალაქში მდებარეობს, ზაფხულის განმავლობაში უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო და გასართობი აქტივობებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
ბორჯომის საზაფხულო სკოლას გააჩნია, ერთდროულად 70-მდე სტუდენტის მიღების, მათი სამეცნიერო საქმიანობისთვის აუცილებელი და დასასვენებელი პირობებით უზრუნველყოფის საშუალება. სკოლაში ფუნქციონირებს სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო, დასასვენებელი ოთახები და სპორტული დარბაზები, ღია სპორტული მოედნები, კამპუსი და ა.შ.
საზაფხულო სკოლის რესურსები გამოიყენება, როგორც სტუდენტურ ინიციატივებზე ორიენტირებული პროექტების დაგეგმვის და განხორციელებისთვის, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების დასვენებისთვის.
საზაფხულო სკოლის ბაზაზე უნივერსიტეტ "მეტეხის" ორგანიზებით ბორჯომში ყოველწლიურად ტარდება სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.
საზაფხულო სკოლის სტუდენტური საცხოვრებელი განთავსებულია შთამბეჭდავ სასახლეში, რომელიც მე-19 საუკუნეში რუსეთის მეფის არმიის ელიტისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის აშენდა.
საზაფხულო სკოლის ამ ნაწილში სტუდენტებისთვის სასწავლო აუდიტორიებია მოწყობილი






