ბიბლიოთეკა და რესურსები

თბილისის უნივერსიტეტ “მეტეხის” ბიბლიოთეკა შეიქმნა უნივერსიტეტის დაარსების დღიდან. ეს არის უნივერსალური ხასიათის ბიბლიოთეკა, რომელიც ემსახურება ადგილობრივ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს. 

დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში, მითითებულ ლიტერატურას.

საბიბლიოთეკო ფონდი

ბიბლიოთეკა წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრს. უნივერსიტეტის ბეჭდური საბიბლიოთეკო ფონდი შეადგენს 10979 ერთეულს. აქედან წიგნადი საბიბლიოთეკო ფონდია 10399, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის პერიოდული გამოცემები შეადგენს : ჟურნალი : 418 ერთეულს; გაზეთი: 162 ერთეული.

თანამშრომლობა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან

საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და თბილისის უნივერსიტეტ „მეტეხს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე „მეტეხის“ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქაღალდის მატარებლებზე არსებული სრული ფონდი, ასევე აღნიშნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის ფარგლემში იშვიათი კოლექციები და რარიტეტული ფონდები. თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძელზე თბილისის უნივერსიტეტი „მეტეხის“ სტუდენტები შეუზღუდავად უფლებამოსილი არიან ისარგებლონ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდებით - 3.5 მილიონი წიგნი და 2 მილიონი პერიოდული გამოცემა.

თანამშრომლობა საბიბლიოთეკო ასოციაციასთან

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და უნივერსიტეტ „მეტეხს“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის უნივერსიტეტ „მეტეხს“ეძლევა უფლება მიიღოს და გამოიყენოს ისეთი ელექტრონული რესურსები, როგორიცაა: კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტების ჟურნალები და ა.შ.

  1. EBSCOHost                                                                            http://searchepnet.com
  2. Camridge University Journal                                                http://journals.cambridge.org
  3. Oxford University Journal                                                    http://oxfordjournals.org 

ელექტრონული მონაცემთა ბაზები

უნივერსიტეტში შექმნილია და ვითარდება საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი ელექტრონული წიგნების საუნივერსიტეტო სერვერზე განთავსების სერვისი, რომლის მეშვეობით სტუდენტი უფლებამოსილია გადმოიწეროს ან გაეცნოს შესაბამის ლიტერატურას საუნივერსიტეტო ვებ-გვერდის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გააჩნია ბიბლიოთეკის კატალოგი, ასევე უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულია ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამა სასურველი მასალის ძიების მექანიზმით და სასურველი ლიტერატურის დაჯაშვნის სერვისებით.

დამატებით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სტუდენტების სარგებლობაშია საქართველოს და საერთაშორისო ნორმატიული აქტების ბაზა 45000-ზე მეტი ნორმატიული დოკუმენტით.

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათამდე 10-დან 18 საათის ჩათვლით.

საბიბლიოთეკო ფონდის განაწილება უნივერსიტეტში განხორციელებადი სასწავლო პროგრამების შესაბამისად შემდეგნაირია:

 
 
მიმართულება
 
ბიბლიოთეკის ფონდების რაოდენობა
1
ლინგვისტიკა/ლიტერატურათმცოდნეობა/თარგმანი
1593
2
სამედიცინო/საბუნებისმეტყველო
407
3
სამართალი
1296
4
ბიზნესიდაეკონომიკა
5256
5
მათემატიკა/საინფორმაციოტექნოლოგიები
135
6
პოლიტოლოგია
624
7
სოციოლოგია
119
8
ფილოსოფია-ფსიქოლოგია
108
9
ჟურნალისტიკა
20
10
ხელოვნება
73
11
გეოგრაფა/ბიოგრაფიები/ისტორია
413
12
სხვა
561
13
საბაკალავრო ნაშრომი
269
14
სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომი
105

ტექნიკური მახასიათებლები

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი აღჭურვილია ლიტერასტურასთან მუშაობისათვის განკუთვნილი 26 ადგილით, ქსეროქსის, სკანერის, ფაქსისა და ასლის გადამღები აპარატებით და სტუდენტებისათვის განკუთვნილი საკანცელარიო ინვენტარით. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში არსებობს ასევე სტუდენტების სარგებლობისათვის განკუთვნილი პროგრამებით აღჭურვილი და ინტერნეტ-კავშირის მქონე კომპიუტერები და პრინტერი.

სტუდენტების სარგებლობისათვის განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი ელექტრონული პროგრამები:

მათემატიკური/გამოთვლითი/სტატისტიკური/ საფინანსო/ბიზნესი ორიენტირებული პროგრამები:

  • Mathworks Matlab R2007 b win 32
  • PTC Mathcad 14.0 release datacade M001
  • Maplesoft Maple v11.o Vista
  • Maplesoft Maple v11.o1
  • SPSS 16.0 FULL
  • Maplesoft Maple Statistica 7
  • Wolfam Mathematica 6.0.0
  • Maple, Matlab, MathCAD, Statistica და ა.შ.

ბუღალტრული, ფინანსური და ბიზნეს პროგრამები

  • My Money v1.0
  • PlanWrite Business
  • click Business 1.1.16.0
  • ACE mONEY V 3.7.3.
  • Finance Helper
  • Business and Sales Letters
  • Business to go Standard
  • HS Money anager
  • J and Financial Planner Professional
  • Memo work
  • Money lecture
  • Strategic Business Solution და ა.შ.

ორისის საბუღალტრო პროგრამა

GSS საქართველოს ქოდექსი

 

Language Learning Success – RosettaStone

  • Arabic/Chiness/Danish/Dutch/German/English/French/Greek/Hindi/Indonesian/Italian/Japanese/Korean/Latin/Thai/
  • Turkish/Vietnamese/Welsh

თარჯიმანი და ლექსიკონები:

  • Abbyy Lingvo X3 Multilingual Plus V6
  • X-Translation Discovery Giant
  • Promt Expert 8.5 Multilingual

საოფისე პროგრამები

  • Microsoft Office XP

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესში დეტალურადაა აღწერილი მკითხველის უფლებები და ვალდებულებები და საბიბლიოთეკო ფონდებით სარგებლობის პირობები, გათვალისწინებულია სტუდენტის სასწავლო გარემოთი და აუცილებელი დამხმარე მასალებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

თანდართულ ფაილში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ თბილისის უნივერსიტეტ ,,მეტეხის“ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესს:

მიმაგრებული ფაილები: